სიახლე

ლიტურგიიდან მარულამდე: რა ღონისძიებები იგეგმება 19 აგვისტოს ბახმაროში

GuriaNews

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერიაში განუცხადეს, დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობაა დაგეგმილი: 10:00 სთ – სადღესასწაულო ლიტურგია ფერისცვალების სახელობის ტაძარში 13:30 სთ – სპორტული აქტივობები: მკლავჭიდი და ჭიდაობა (ბახვისწყლის მიმდებარე ტერიტორია) 14:00 სთ – ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2026“ (ბახვისწყლის მიმდებარე ტერიტორია) 15:00 სთ […] The post ლიტურგიიდან მარულამდე: რა ღონისძიებები იგეგმება 19 აგვისტოს ბახმაროში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება

როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერიაში განუცხადეს, დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობაა დაგეგმილი:

10:00 სთ – სადღესასწაულო ლიტურგია ფერისცვალების სახელობის ტაძარში
13:30 სთ – სპორტული აქტივობები: მკლავჭიდი და ჭიდაობა (ბახვისწყლის მიმდებარე ტერიტორია)
14:00 სთ – ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2026“ (ბახვისწყლის მიმდებარე ტერიტორია)
15:00 სთ – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (ბახმაროს სკვერი)
15:00 სთ – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი (ბახმაროს სკვერი)
18:00 სთ – დასკვნითი კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით (ბახმაროს სკვერი)

კერძოდ, ოფოციალური ინფორმაციის თანახმად, 19 აგვისტოს ბახმაროში დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: მაია ბარათაშვილი და ჯაზ-ტრიო, ზაზა მარჯანიშვილი და ბენდი „ნალი“, კვარტეტი „რანინა“ და თემო საჯაია. ღონისძიების წამყვანია ნიკა წულუკიძე.

რაც შეეხება დოღს,  დოღის ორგანიზატორების ცნობით, „ბახმაროს თასი 2026“-ის ფარგლებში ოთხი გარბენი იგეგმება: „ნაბეღლავის თასი“, „გურიის თასი“, „გმირების თასი“ და მარულა (4 800-მეტრიან დისტანციაზე). შეჯიბრების საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.

The post ლიტურგიიდან მარულამდე: რა ღონისძიებები იგეგმება 19 აგვისტოს ბახმაროში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი