საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 340 500 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 19 მაისს იწყება და 22 მაისს დასრულდება. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა 4 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში გზების დეპარტამენტმა საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენისთვის ბაზრის კვლევა ჩაატარა, სადაც წინადადებების მიღება 20 მარტს დასრულდა.
ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ ადგილზე არსებული საფეხმავლო ხიდი, რომელიც ბახმაროს ორ უბანს დაბის ცენტრთან აკავშირებს, ამჟამად „არანაირ სტანდარტში არ ჯდება“.
„ბახმარო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაღალმთიანი კურორტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მრავალრიცხოვან დამსვენებელსა და ტურისტს იზიდავს თავისი გამორჩეული მთისა და ზღვის შერეული სამკურნალო ჰავით, სოჭითა და ნაძვით მდიდარი მწვანე ლანდშაფტით.
მდინარე ბახვისწყლის ორივე ნაპირი განაშენიანებულია და ზემოაღნიშნული საფეხმავლო ხიდი აკავშირებს ორ უბანს დაბის ცენტრთან. აღნიშნული ხიდი ფაქტობრივად არანაირ სტანდარტში არ ჯდება და ვიზუალურად, მისი ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა მზარდი ნაკადის უსაფრთხოდ გატარებას.
აღსანიშნავია, რომ კურორტში ყოველწლიურად მატულობს განაშენიანების პროცესი. ზემოაღნიშნული საავტომობილო ხიდის მოწყობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, ამასთან ერთად ხელს შეუწყობს კურორტის შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია შესყიდვის ტექნიკურ დავალებაში.
The post „არსებული ხიდი არანაირ სტანდარტში არ ჯდება“ – ბახმაროში ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა იგეგმება appeared first on გურია ნიუსი.