სიახლე
იემენის საპორტო ქალაქ მოხაზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
მედიაცენტრი
იემენის საპორტო ქალაქ მოხაზე „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად პორტის უსაფრთხოების ძალების 1 თანამშრომელი დაიღუპა, 8 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2 მეზღვაურს ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, წითელ ზღვაში მდებარე სტრატეგიულ პორტზე თავდასხმა 6 ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. ქალაქი მოხა „ჰუსიტების“ კონტროლირებად ტერიტორიას არ მიეკუთვნება, თუმცა შიიტური დაჯგუფება ქვეყნის დედაქალაქ სანაას ფლობს. „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მდებარე ბაბ ალ-მანდების სრუტის ბლოკადა 20 ივლისს გამოაცხადეს. The post იემენის საპორტო ქალაქ მოხაზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.