სიახლე

„ჰუსიტებმა“ იემენში კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დაიკავეს

მედიაცენტრი

იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დუბაბი დაიკავა. როგორც იემენის მთავრობის წარმომადგენლებმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადეს, მეამბოხეები უკვე უახლოვდებიან სრუტის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე სრულ კონტროლს და წითელი ზღვის მთელი სანაპიროს ხელში ჩაგდებას ცდილობენ. მანამდე, 10 სექტემბერს „ჰუსიტებმა“ საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს, ხოლო 8 სექტემბერს საუდის არაბეთზე იერიში მიიტანეს, რასაც 73 ადამიანის დაშავება მოჰყვა. ამის შემდეგ იემენის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ, მოკავშირეებთან ერთად, დაჯგუფების წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო. The post „ჰუსიტებმა“ იემენში კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დაიკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი