,,პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია” – ცაჰკნა
,,პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების ნაწილია, პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პუტინის ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება. „რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. ჩვენ იგივე ტენდენციას ვხედავთ მსოფლიოს მეორე მხარესაც. ესტონეთი იაპონიას გვერდით დგას“, – წერს ცაჰკნა. The post ,,პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია” – ცაჰკნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →