სიახლე

დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

GuriaNews

თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა.ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა. როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თანასოფლელებმა უთხრეს, მამაკაცს ელექტროსამუშაოების შესრულების გამოცდილება ჰქონდა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა. მამაკაცს ელექტრობოძზე ავსლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა. მისი ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა […] The post დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა.ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა.
როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თანასოფლელებმა უთხრეს, მამაკაცს ელექტროსამუშაოების შესრულების გამოცდილება ჰქონდა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა.
მამაკაცს ელექტრობოძზე ავსლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა. მისი ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეწყვიტეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

The post დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი