სააგენტო "პარალელი"
“ბევრ სისულელეს ვისმენთ ტელეეკრანებიდან დენის ტარიფებთან დაკავშირებით” – რომან გოცირიძე
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე დენის ტარიფთან და ჰიდროჰესებთან დაკავშირებით გამთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს ეხმაურება:
“ბევრ სისულელეს ვისმენთ ტელეეკრანებიდან დენის ტარიფებთან დაკავშირებით. ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა, ხრამზე სამი ჰესი და კიდევ რამდენიმე სხვა ჰესი რომ აშენებულიყო, მაშინ უნდა გენახათ დენის ტარიფების ზრდაო. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომელთაც მიუძღვით ბრალი ნამახვანის ჰესის მშენებლობის გაჩერებაში, რის გამოც 400 მილიონი დოლარის გადახდა დაგვაკისრა პარიზის სასამართლომ თურქული კომპანიის სასარგებლოდ.
თუ მართლაც მასეა, გავაჩეროთ რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური ან თბოსადგური, რომელიც ყველაზე ხარჯიანია და დენიც გაიაფდება. სისულელეა.
აქ საუბარი არ არის იმაზე, სად რა უნდა აშენდეს, აქ საუბარია ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.
ან დენის ტარიფის ზრდა რა პრობლემაა, თუ შემოსავლები უფრო მეტად იზრდება?” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“ბევრ სისულელეს ვისმენთ ტელეეკრანებიდან დენის ტარიფებთან დაკავშირებით” – რომან გოცირიძე
პარალელი