ბენიამინ ნეთანიაჰუ ნიუ-იორკის მერს სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიუ-იორკის მერი, ზოჰრან მამდანი მკვეთრად გააკრიტიკა და ის ქალაქში შიშისა და სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა. ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ნიუ-იორკის მერი კრიმინალურ და ყალბ ბრალდებებს ეყრდნობა, რის გამოც ადგილობრივი ებრაული თემი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მერი ყველა ნიუ-იორკელის წარმომადგენელი უნდა იყოს, თუმცა ის საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას უწყობს ხელს. „შემთხვევითობად არ მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მან ისრაელისა და ჩემს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამოიყენა, მომდევნო დღეს ებრაელი სინაგოგიდან გამოსვლისას დაჭრეს. ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია ნიუ-იორკისთვის და ძალიან ცუდია მშვიდობისთვის“, – განაცხადა… The post ბენიამინ ნეთანიაჰუ ნიუ-იორკის მერს სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →