ქართველი ემიგრანტი ბავშვი და ნიუ-იორკის მერი – როგორ გახსნა მაქსიმემ პარკი (ვიდეო)
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მაქსიმე კახიძე, პარკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით ორი თვის წინ მაქსიმემ ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ნიუ-იორკის მერს მაკ-კინლის პარკში თითქმის ორი წლის განმავლობაში დაკეტილი სათამაშო მოედნის გახსნაში დახმარება სთხოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს რეაგირება მოჰყვა და რამდენიმე კვირაში პარკი საბოლოოდ გაიხსნა. მაქსიმემ მადლობა გადაუხადა მერ მამდანის, ნიუ-იორკის პარკების დეპარტამენტსა და საკუთარ მშობლებს მხარდაჭერისთვის, სხვა ბავშვებს კი მოუწოდა, არასდროს შეეშინდეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების. „ძალიან ყოჩაღი ხარ, მაქსიმე“- უთხრა ნიუ-იორკის მერმა მაქსიმეს. The post ქართველი ემიგრანტი ბავშვი და ნიუ-იორკის მერი – როგორ გახსნა მაქსიმემ პარკი (ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →