სიახლე

უკრაინამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაარტყა

მედიაცენტრი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“ დარტყმებს განაგრძობს. მორიგი თავდასხმის სამიზნე გახდა ნოვოროსიისკში ლიბერიისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ორი ტანკერი, რომლებზეც საერთაშორისო ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. დარტყმის შედეგად ლიბერიის ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ჩააქრეს. მიმდინარეობს მიყენებული ზიანის შეფასება. „სწორედ ასეთი დიდი მოცულობის მქონე გემებს გადააქვთ ასობით ათასი ტონა ნავთობი, რაც კრემლს მილიარდობით ნავთობდოლარის შემოსავალს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post უკრაინამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი