უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ ზღვაში, სპეცოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, ერთ ღამეში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს მიაყენეს დარტყმა. იერიშის სამიზნე 17 ნავთობტანკერი, 2 გადამზიდი და 1 საბუქსირე გემი გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა. „შავი ზღვა 20:0. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით, უპილოტო სისტემების ძალების ოპერაცია „მოლოჩკას“ მორიგი ეტაპი დაიწყო – „უპილოტო სისტემების ძალების ფრინველები შავ ზღვაში“. ანგარიში გახსნილია: 15 ივლისის ღამეს შავ ზღვაში პირველი 20 ტანკერი მოვინადირეთ,“ – წერს ბროვდი. მისივე განმარტებით, აზოვის ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 116 გემის წინააღმდეგ საზღვაო ბრძოლის პირველი… The post უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →