აშშ-მა ირანის სარაკეტო ობიექტებზე ახალი დარტყმები განახორციელა – თეირანმა ამერიკულ ბაზებს შეუტია
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიციალური განცხადებით, ღამის განმავლობაში იერიშების სამიზნე გახდა ბუშერში, ჩაჰ ბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ მუსასა და ბანდარ აბასში განთავსებული ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო პოზიციები. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ამ ოპერაციის შედეგად თეირანის მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმის უნარი და შესაძლებლობები კიდევ უფრო შემცირდება. ამერიკული იერიშების პარალელურად, საპასუხო დარტყმების შესახებ განაცხადა თეირანმაც. ირანის არმიის ცნობით, მათ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ქუვეითსა და ბაჰრეინში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებს. ირანული მხარის მტკიცებით, თავდასხმები „აშშ-ის განმეორებადი აგრესიის“ საპასუხოდ განხორციელდა და… The post აშშ-მა ირანის სარაკეტო ობიექტებზე ახალი დარტყმები განახორციელა – თეირანმა ამერიკულ ბაზებს შეუტია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →