სიახლე

ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

მედიაცენტრი

ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ვოლგოგრადის ოლქში სარაკეტო განგაში გამოცხადდა და აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. „ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, უკრაინამ „ტიტან-ბარიკადის“ სამხედრო საწარმოზე დარტყმები „ფლამინგოს“ რაკეტებით განახორციელა. მათივე თქმით, ქარხანა რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის გამშვებ დანადგარებს აწარმოებს. ვოლგოგრადზე თავდასხმა დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმაც. ასევე, მედიის ინფორმაციით, ღამით დრონებით იერიშები ოკუპირებულ სევასტოპოლზეც განხორციელდა. ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის გამო ქერჩის ხიდი რამდენიმე საათით დაკეტეს. The post ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი