სიახლე

რა სიახლე ხდება „გურია ნიუსთვის“ ცნობილი ზემო ნატანების და ანასეულის სკოლების მშენებლობაზე

GuriaNews

„გურია ნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებისა და ანასეულის სკოლების მშენებლობის პროცესში სიახლეა. მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ რეგიონში სკოლების მშენებლობის მოთხოვნა, პრიორიტეტების სიასთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს რამდენიმე დღის წინ გადასცა. ამ ეტაპზე დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება ზემო ნატანებისა და ანასეულის […] The post რა სიახლე ხდება „გურია ნიუსთვის“ ცნობილი ზემო ნატანების და ანასეულის სკოლების მშენებლობაზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„გურია ნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებისა და ანასეულის სკოლების მშენებლობის პროცესში სიახლეა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ რეგიონში სკოლების მშენებლობის მოთხოვნა, პრიორიტეტების სიასთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს რამდენიმე დღის წინ გადასცა. ამ ეტაპზე დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება ზემო ნატანებისა და ანასეულის სკოლების სამშენებლო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ორივე დასახლებაში ახალი შენობების აშენებას წლებია ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე აღნიშნულ ტერიტორიებზე მხოლოდ ძველი შენობების ნანგრევებია დარჩენილი.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი გურიის რეგიონში სხვა პროექტებსაც ახორციელებს. მათ შორისაა:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანის საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

ჩოხატაურის №1 საბავშვო ბაღისა და ჩოხატაურის №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობა;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში განგვიცხადეს, სოფელ შუხუთში სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად ობიექტის ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს.

„გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს. ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში არაერთი საბავშვო ბაღისა თუ სკოლის ახალი შენობის მშენებლობა წლებია დაანონსებულია, თუმცა ამ დრომდე უცნობია ზუსტი დეტალები, თუ როდის დაიწყება ან დასრულდება სამუშაოები ქვეყნის ყველაზე პატარა რეგიონში.

The post რა სიახლე ხდება „გურია ნიუსთვის“ ცნობილი ზემო ნატანების და ანასეულის სკოლების მშენებლობაზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი