გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 1 ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, რამაც შესაძლოა საფრთხეები შექმნას.
განსაკუთრებული ყურადღება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეთმობა, სადაც სტიქიის საშუალო დონეა პროგნოზირებული:
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება“, — აცხადებენ სააგენტოში.
სპეციალისტების განმარტებით, უხვმა ნალექმა შესაძლოა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა და გეოლოგიური პროცესების დაძვრა გამოიწვიოს:
მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება;
პატარა მდინარეებზე შესაძლებელია დაფიქსირდეს წყალმოვარდნები;
გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების საფრთხე.
სააგენტოს შეფასებით, ამ ეტაპზე რეგიონში საფრთხის დონე საშუალოა.
The post გაფრთხილება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და დასავლეთ საქართველოს: სინოპტიკოსები ძლიერ ნალექსა და ქარს პროგნოზირებენ appeared first on გურია ნიუსი.