სიახლე

აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, კიევს Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მისცეს. „ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ არის ის, რომ მოგცეთ ლიცენზიას, რათა Patriot-ის ტიპის რაკეტები თავად აწარმოოთ. შესაბამისად, ზელენსკი აღარ იტყვის, რომ ჩვენ მას საკმარის რაოდენობას არ ვაძლევთ. თავად აწარმოეთ“, – განაცხადა ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერმა ევროპაში Patriot-ების სავარაუდო წარმოების შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის თავდაცვითი იარაღი, რომელიც მას შეტევით იარაღზე უფრო მეტად უყვარს. მისი თქმით, ევროპაში აღნიშნული რაკეტების წარმოების საკითხი განიხილება. The post აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი