უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქალაქ ომსკში მდებარე რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს არის პირველი შემთხვევა სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, როდესაც უკრაინულმა მხარემ სამიზნედ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ობიექტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 3000 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ქარხნის დასაბომბად უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. აღნიშნული ოპერაცია მიმდინარე კონფლიქტის ისტორიაში ყველაზე შორეულ იერიშად ფასდება, რომელიც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელა. The post უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →