რუსეთში, „ლუკოილის“ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში, უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ კსტოვის ნავთობგადამმუშავებელ „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ქარხანას. აფეთქებების სერიის შემდეგ, საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. გამოცემა MEDUZA რეგიონის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქზე უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ოთხი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება. ნიკიტინის განმარტებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 30 უპილოტო აპარატის ჩამოგდება შეძლეს. მისივე თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო დაზიანდა ერთი ინდუსტრიული შენობა და რამდენიმე კერძო სახლი. The post რუსეთში, „ლუკოილის“ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →