სიახლე
15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 35 წლის ქალი გარდაიცვალა
მედიაცენტრი
35 წლის ნინი მუჯირი, რომელიც მცირე ქირურგიული ჩარევის შემდეგ კომაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ახალგაზრდა ქალმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის 15-წუთიანი ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა, თუმცა პროცედურიდან 3 საათში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის გაითიშა. მოგვიანებით, პაციენტს ორგანიზმში ბაქტერია ლეპტოსპიროზი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მას სეფსისი განუვითარდა. ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. The post 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 35 წლის ქალი გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.