ტრამპმა ზელენსკის რუსეთის მიმართ „უფრო თამამად“ მოქმედებისკენ მოუწოდა
გამოცემა Kyiv Independent წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირადი საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ „უფრო თამამად“ მოიქცეს. გამოცემის მიხედვით, უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ თეთრი სახლისგან რუსეთზე ზეწოლის კამპანიის მხარდაჭერა მოიპოვა. „ტრამპის თქმით, დიდად არ სწამს, რომ პუტინი ზეწოლის გარეშე რამეს გააკეთებს“, – აცხადებს გამოცემის ერთ-ერთი წყარო. ამერიკულ წყაროებს Kyiv Independent-თან საუბრისას უშუალოდ არ დაუდასტურებიათ, ემხრობა თუ არა ტრამპი უკრაინულ იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ძალას საკვანძო ფაქტორად მიიჩნევს. „პრეზიდენტ [ტრამპს] ძალისმიერი მშვიდობის სწამს“, – განაცხადა ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. შეხვედრისას ზელენსკიმ ტრამპს… The post ტრამპმა ზელენსკის რუსეთის მიმართ „უფრო თამამად“ მოქმედებისკენ მოუწოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →