გავრცელდება თუ არა ე.წ. გაძევების კანონი სააკაშვილზე?
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც უცხოელი მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოდან გაძევებით შეცვლას ითვალისწინებს. საკითხზე მომხსენებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იყო. სხდომაზე დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ დასვა კითხვა, გავრცელდება თუ არა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება საერთო კრიტერიუმებს ეფუძნება და კონკრეტულ პირზე მორგებული ვერ იქნება. მისივე თქმით, ვინაიდან სააკაშვილის ნაწილ საქმეებზე განხილვები კვლავ გრძელდება, ის ამ ეტაპზე ამ მექანიზმით ვერ ისარგებლებს: „როდესაც ცვლილება შედის კანონში, ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს… The post გავრცელდება თუ არა ე.წ. გაძევების კანონი სააკაშვილზე? appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →