თურქეთის მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ ერდოღანი იქნება
თურქეთის მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება. ამის შესახებ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული პარტიის ცენტრალური გადაწყვეტილებისა და აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ ჩელიკმა აღნიშნა, რომ პარტიის პოზიცია მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ნათელია, რადგან ყველა უფლებამოსილმა ორგანომ ამ საკითხზე მტკიცე და თანმიმდევრული პოზიცია შეინარჩუნა. ამასთანავე, ომერ ჩელიკმა დადებითად შეაფასა მმართველი კოალიციის წევრი „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელის მხარდამჭერი პოზიცია ერდოღანის კანდიდატურასთან დაკავშირებით. The post თურქეთის მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ ერდოღანი იქნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →