სიახლე

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

მედიაცენტრი

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუსმენენ. ლევან იოსელიანი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება და დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიშს გააცნობს. შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. მოხსენებისას ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, ისაუბრა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია. ლევან იოსელიანმა ასევე ისაუბრა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე. The post დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი