კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელი, იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ახლად შესვენებულ ბიზნესმენს, მაგრამ რას ნიშნავს ფრაზა, ნანუკა ჟორჟოლიანი მისი დამსახურების აღსანიშნავად რომ წერს:
„მან „შარდენის” თბილისი „სტამბის” თბილისად აქცია”.
***
უაზრობა ნანუკასგან რა გასაკვირია, მაგრამ გამოსათხოვარ პოსტში ერთობ უხერხულად „ყვირის”…
***
სხვათა შორის, ამ „სტამბაში” ნამდვილი სტამბა იყო, ასევე – ასზე მეტი მედიასაშუალება და გამომცემლობა „სამშობლო”, სააკაშვილმა ქუჩაში რომ გამოყარა.
***
ახლად განსვენებულ ბიზნესმენს გამოყრაში ნამდვილად არ უდევს ბრალი, მაგრამ ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის ახლანდელ ძალზე მონდომებულ კანდიდატს, თანაც, ჟურნალისტად წოდებულს, „სტამბის” ხსენება ნამდვილად უნდა ეუხერხულებოდეს.
P.S. ტავტოლოგია ნამდვილად შეგნებულია.“
The post ,, სხვათა შორის, ამ „სტამბაში” ნამდვილი სტამბა იყო, ასევე – ასზე მეტი მედიასაშუალება…” – იოსებ ჭუმბურიძე appeared first on .