სიახლე

10 ტონამდე ვადაგასული თევზპროდუქტები, კრევეტები და ხიზილალა — სეს-მა თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები დააჯარიმა და პროდუქცია დალუქა

GuriaNews

სურსათის ეროვნულმა სააგენტო თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობების შემოწმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს “კს.ც”-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა. ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) […] The post 10 ტონამდე ვადაგასული თევზპროდუქტები, კრევეტები და ხიზილალა — სეს-მა თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები დააჯარიმა და პროდუქცია დალუქა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სურსათის ეროვნულმა სააგენტო თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობების შემოწმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს “კს.ც”-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა. ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ). ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.

 თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს “კ.ს.ც.”-ის თბილისის სამაცივრე მეურნეობაში (მის: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 10) გამოავლინეს ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისა (სხვადასხვა დასახელების გაყინული თევზპროდუქტები) და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი (ხიზილალა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 6132.2 კგ ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

The post 10 ტონამდე ვადაგასული თევზპროდუქტები, კრევეტები და ხიზილალა — სეს-მა თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები დააჯარიმა და პროდუქცია დალუქა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი