სიახლე

მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი

GuriaNews

Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, მიმდინარე წელს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი ვენაა. გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქმა ეს ტიტულს უკვე მესამედ დაიმსახურა. ვენა რეიტინგის სათავეში სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სისტემისა და კულტურისა და გართობის სფეროში მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო მოხვდა. მეორე ადგილზე დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენია, მესამე კი შვეიცარიის ქალაქმა ციურიხმა და კანადურმა კალგარიმ გაინაწილეს. საუკეთესო […] The post მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, მიმდინარე წელს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი ვენაა.

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქმა ეს ტიტულს უკვე მესამედ დაიმსახურა. ვენა რეიტინგის სათავეში სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სისტემისა და კულტურისა და გართობის სფეროში მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო მოხვდა.

მეორე ადგილზე დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენია, მესამე კი შვეიცარიის ქალაქმა ციურიხმა და კანადურმა კალგარიმ გაინაწილეს.

საუკეთესო ათეულში ასევე შევიდნენ: ჟენევა (შვეიცარია), ფრანკფურტი (გერმანია), ამსტერდამი (ნიდერლანდები), ტორონტო (კანადა), ოსაკა (იაპონია), მელბურნი (ავსტრალია).

ბოლო ადგილი რეიტინგში კვლავ სირიის დედაქალაქ დამასკოს ხვდა წილად. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, წელს რეიტინგის ავტორებმა კიევი სიაში არ შეიყვანეს.

The post მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი