სააგენტო "პარალელი"
“თურნავასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა მისი პრეზიდენტობის დროს” – ანა დოლიძე
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებებს იხსენებს პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე:
“თურნავასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნათია თურნავა თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა მისი პრეზიდენტობის დროს, მიუხედავად იმისა რომ კარგად იყო ცნობილი თურნავას ბიოგრაფია.
დამოუკიდებლობისგან რომ შორს იყო, ეს იყო ცხადზე ცხადი. ათასჯერ ითქვა და დაიწერა ეს მანამდე.
ზუსტად ისევე როგორც ეროვნული ბანკის სხვა წევრები, რომლებიც ახლა ჩუმად სხედან. ბანკის საბჭო და ხელმძღვანელობა მისი დაკომპლექტებულია ადამიანებისგან, რომლებიც კარგად ვიცოდით ვისი მსახურები იყვნენ.
იუსტიციის საბჭოში კლანს რომ თამარ ღვამიჩავა აჩუქა პრეზიდენტის კვოტით და სრული უმრავლესობა გაუკეთა მმართველობისთვის, კლანი საბჭოში ჩააბეტონა, ეს ცალკე საკითხია და სასამართლოს ჭრილში განსახილველი შემდგომში“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
“თურნავასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა მისი პრეზიდენტობის დროს” – ანა დოლიძე
პარალელი