სიახლე

ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად

მედიაცენტრი

CNN-ის ცნობით, ირანმა გააფრთხილა ჰორმუზის სრუტეში გამავალი ყველა გემის მფლობელი და კაპიტანი, რომ სრუტეში შესვლამდე მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, მიიღონ ნებართვა და დააზღვიონ გემები. თეირანის მიერ ახლად შექმნილმა სპარსეთის ყურის სრუტის ადმინისტრაციამ (PGSA) პარასკევს განაცხადა, რომ ყველა გემმა უნდა დაიცვას მისი პირობები „კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილების“ უზრუნველსაყოფად. რეგისტრაცია და დაზღვევა უფასო იქნება 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია აშშ-სა და ირანს შორის ამ კვირის დასაწყისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით. თუმცა, ირანმა მიანიშნა, რომ ამ პერიოდის შემდეგ შესაძლოა მოსაკრებლები დააწესოს. The post ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი