გონიოში ავარია მსხვერპლით დასრულდა
გონიოში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
იხილე სრულად: mcm.ge ↗