„ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
“ჯეო ჰოსპიტალსის” დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა. 63 წლის ალადდინ ყანაზადე ამ დრომდე მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა. ოჯახის წევრების თქმით, დაცვის თანამშრომელს პაციენტის ოჯახის წევრი ი.ხაფთანი გაუსწორდა. ის დაცვის თანამშრომელს კლინიკაში შეშვებას იმ დროს სთხოვდა, როცა მიღების საათები უკვე ამოწურული იყო. შუახნის კაცს ოპერაცია ადგილზევე ჩაუტარდა, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში, კლინიკა ჯეოჰოსპიტალში გადმოიყვანეს, სადაც ამ დრომდე მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს The post „ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →