გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს „პინოქიო“ უწოდა — Cnoba
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გააკრიტიკა გერმანიის მთავრობა იმის გამო, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს „პინოქიო“ უწოდა. „გერმანელების უმეტესობას, ვისთანაც ვისაუბრე, არ სურთ, რომ მათი კანონები ამ გზით იყოს გამოყენებული. თუმცა, სიტყვის ბუნდოვანი, ფართო აკრძალვები ყოველთვის იწვევს ბოროტად გამოყენების შემთხვევებს და შემაკავებელ ეფექტს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიცია იძიებს ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰაილბრონში მცხოვრები მამაკაცის მიერ ადგილობრივი პოლიციის „ფეისბუქის“ გვერდზე დატოვებულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულ ქალაქში გერმანიის კანცლერის ვიზიტს ეხებოდა. „პინოქიო მოდის ქალაქ ჰაილბრონში“, – დაწერა სოციალურ ქსელში მამაკაცმა.… The post გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს „პინოქიო“ უწოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.