რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში, ისტორიული მონასტერი იწვის
რუსეთის ბალესტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად კიევში, ისტორიული მონასტერი, კიევ-პეჩორის, ლავრა იწვის. „დადასტურდა ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში. წინასწარი ინფორმაციით, ის პირდაპირი დარტყმის შედეგი იყო“, – განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ. მან მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ლავრას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მაშველების ცნობით, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. რუსეთმა 15 ივნისს ღამით ბალისტიკური რაკეტებით კიევი დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიულ მონასტერთან ერთად კიდევ რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაიბომბა. დაშავებულია, სულ მცირე, 6 ადამიანი. The post რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში, ისტორიული მონასტერი იწვის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →