მარნეულში მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ
მარნეულის სოფელ იმირში მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით, Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს მაშინ შეეჯახა, როდესაც ის გასწრებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იხილე სრულად: mcm.ge ↗