ბრიტანეთში დრონების მწარმოებელი უკრაინული ქარხანა იხსნება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 25 Feb 2026, 16:03

გაერთიანებულ სამეფოში პირველი უკრაინული თავდაცვის ქარხანა – Ukrspecsystems-ის საწარმოო ობიექტი იხსნება. ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა. „დიდ ბრიტანეთში წარმოების დაწყებას ღრმა სტრატეგიული ლოგიკა აქვს. ეს არ არის სიმძიმის ცენტრის უკრაინიდან გადატანა. ეს არის ჩვენი ერთობლივი შესაძლებლობების გაფართოება და მდგრადობის მეორე კონტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების უწყვეტობას“, – აღნიშნა ზალუჟნიმ. მისი განმარტებით, საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი უკრაინაში დარჩება, ხოლო წარმოება გაერთიანებულია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ეკოსისტემაში და ეს პარტნიორობის ახალ დონეს აღნიშნავს, რომელშიც მოკავშირეები არა მხოლოდ ერთმანეთს უჭერენ მხარს, არამედ ერთობლივად ქმნიან ერთიან სამრეწველო უსაფრთხოების საფუძველს. The post ბრიტანეთში დრონების მწარმოებელი უკრაინული ქარხანა იხსნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური