,,პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება. ამის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული იმ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახავს. „რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, კონკრეტული ტელევიზიის ქმედება საკითხის მანიპულირებით… The post ,,პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →