რა თანხას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ სპორტული პრესტიჟის საკითხი არ არის, ეს ასევე მილიარდობით დოლართან დაკავშირებული გრანდიოზული ღონისძიებაა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში იმართება, ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩემპიონატი იქნება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. FIFA-ს მიერ დამტკიცებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები 50 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო თანხაა. გარდა ამისა, ფინალისტი 33 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი – 29 მილიონ დოლარს. ტურნირის საერთო ფინანსური ფონდი რეკორდულ 727 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 655 მილიონი უშუალოდ საპრიზო ფონდზე… The post რა თანხას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →