პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე — Cnoba

GuriaNews სიახლე 20 Feb 2026, 06:52

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. “შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მეთადონი” ამოიღეს, ხოლო, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო სასწორი და […] The post პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე  1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში,  დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მეთადონი” ამოიღეს, ხოლო, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური