“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა — Cnoba

GuriaNews სიახლე 25 Feb 2026, 15:39

საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა. ბრალდებული სხვადასხვა საშუალებებით შეეცადა მისი ვინაობის დაფარვას, მაგრამ გამოძიების პროცესში მოპოვებულია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ბრალდებულს ბრალდება […] The post “საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა. ბრალდებული სხვადასხვა საშუალებებით შეეცადა მისი ვინაობის დაფარვას, მაგრამ გამოძიების პროცესში მოპოვებულია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

The post “საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური