პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში შექმნილია “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების ყალბი ანგარიშები, ე.წ. ფეიქ იუზერები, რომელთა გამოყენებითაც მიმდინარეობს პარტიის დისკრედიტაცია.
გთხოვთ, ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისთანავე მოგვაწოდოთ ინფორმაცია პარტიის Facebook მესენჯერის საშუალებით“,_ წერია განცხადებაში.
The post “გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.