ასტროლოგების პროგნოზით, უახლოეს კვირებში ზოდიაქოს 5 ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ, რომ მათ ირგვლივ მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება. ეს ყველაფერი ვენერას ახალ ასტროლოგიურ პოზიციას უკავშირდება, რომელიც ასტროლოგიაში პარტნიორულ ურთიერთობებზე, ფინანსებზე, სილამაზეზე, შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე აგებს პასუხს.
2026 წლის 13 ივნისს ჰარმონიის, სილამაზის, ფინანსების, შემოქმედების, ხელოვნების, ნიჭისა და პარტნიორობის პლანეტა – ვენერა ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.
ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ იმასაც, თუ პირად ნატალურ რუკაში რომელ სექტორს (სახლს) შეეხება ეს ტრანზიტი, რადგან ცხოვრებისეული ცვლილებები სწორედ ამ სფეროშია მოსალოდნელი.
ამ პერიოდში პოზიტიური ცვლილებები ელოდებათ შემდეგ ნიშნებს:
- ლომი
- ვერძი
- მშვილდოსანი
- ტყუპები
- სასწორი
ვის მართებს მეტი სიფრთხილე?
ასტროლოგები გადაწყვეტილებების მიღებისას, ემოციების გამოხატვისას და დიდ ცვლილებებთან შეჭიდებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ:
მერწყულებს
კუროებს
მორიელებს
რა შეიძლება შეიცვალოს 9 ივლისამდე?
სპეციალისტების განმარტებით, ამ პერიოდში სრულიად ახალ ეტაპზე შესაძლოა გადავიდეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება:
ოჯახს;
რომანტიკულ ურთიერთობებს;
შემოქმედებასა და ჰობის;
საჯაროობასა და საზოგადოების წინაშე გამოსვლებს;
შოუბიზნესს;
ფუფუნების საგნებს;
მმართველ და ლიდერულ პოზიციებს.
გარდა ამისა, ცვლილებები მოსალოდნელია ბიზნესის, კომერციის, ვაჭრობის, ფინანსების, სილამაზის ინდუსტრიის, კოსმეტოლოგიის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი პროფესიების სფეროებში.
ეს პერიოდი ბევრს უფრო გაბედული გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და გაუჩენს სურვილს, საკუთარი თავი საზოგადოებას უკეთ წარუდგინოს ან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც აქამდე ზედმეტად რისკიანი ეჩვენებოდა.
წყარო: ბომონდი
The post 13 ივნისს პლანეტა ვენერა ლომის ნიშანში გადადის: ზოდიაქოს რომელი ნიშნები მიიღებენ მალე სასიხარულო სიახლეებს appeared first on გურია ნიუსი.