სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და შპს „ტელეიმედის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების ასახვა 1 დღეში სთხოვეს.
გუშინ სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული.
The post “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ appeared first on გურია ნიუსი.