სიახლე

ქუთაისელ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

MegaTV

ქუთაისელ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება! ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის მარაგის შევსება. გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ჩააბაროთ სისხლი ნებისმიერი ქალაქის სისხლის ბანკში და მიუთითოთ, რომ დონაცია განკუთვნილია ნინო ხვარეშიასთვის, რომელიც მკურნალობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. შეგიძლიათ ნებისმიერი სისხლის ჯგუფის […]

პირველწყარო →

ქუთაისელ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის მარაგის შევსება. გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ჩააბაროთ სისხლი ნებისმიერი ქალაქის სისხლის ბანკში და მიუთითოთ, რომ დონაცია განკუთვნილია ნინო ხვარეშიასთვის, რომელიც მკურნალობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
🔴შეგიძლიათ ნებისმიერი სისხლის ჯგუფის ჩაბარება;
🔴 სისხლის ჩაბარება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან;
🔴 ჩაბარებისას აუცილებლად დაასახელეთ: ნინო ხვარეშია;
🔴 კლინიკა: ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი.
📌სისხლის ბანკში სისხლის ჩაბარება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 10:00-დან 15:00 საათამდე.

🙏 ვუსურვებთ ნინოს სწრაფ გამოჯანმრთელებას!


მსგავსი