სიახლე

,,მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმავოთ’’ – ზახაროვა

მედიაცენტრი

„გაგებით ვიღებთ თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი და უცხოელ პარტნიორებთან თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლოს“ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვა. მისი შეფასებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. „მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმაოთ, რაც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას სუფთა გულით და გულწრფელად ვაკეთებთ“, – დასძენს ზახაროვა. მისი თქმით, მოსკოვი თბილისთან ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზაობას აცხადებს. „თბილისმა გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის და დავამატებდი, ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. The post ,,მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმავოთ’’ – ზახაროვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი