ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს — Cnoba

GuriaNews სიახლე 25 Feb 2026, 14:11

ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. TV პირველისთვის ცნობილი ხდება, რომ ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა) კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. წყაროს თქმით, საპასუხო გასროლა განახორციელა რუხაძის დაცვამაც. ძმებ კაკულიების ახლო ნათესავი შეირაღებული […] The post ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს appeared first on გურია ნიუსი.

ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

TV პირველისთვის ცნობილი ხდება, რომ ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას  მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა)  კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად  გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

წყაროს თქმით, საპასუხო გასროლა  განახორციელა რუხაძის დაცვამაც.

ძმებ კაკულიების ახლო ნათესავი  შეირაღებული თავდასხმის სამიზნე პირველად არ ყოფილა.  მას ორი წლის წინ ცეცხლი  ტაბიძის ქუჩაზე გაუხსნეს.  მაშინ სამი დაჭრილიდან ერთი სწორედ კაკულიების დეიდაშვილი იყო.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.

The post ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური