გიორგი მიქაუტაძე თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა — Cnoba
EA Sports-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ესპანური ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის შესარჩევად გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ კონკურენტებს – ფედერიკო ვალვერდეს (“რეალი”), ლუის მილიას (“ხეტაფე”), ტომა ლემარს (“ჟირონა”) და აბდე ეზალზულის აჯობა და ჯილდოც დამსახურებულად მიიღო. გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა შედეგების შესახებ ნაადრევი ინფორმაცია EA FC UT-თან დაკავშირებულ გავლენიან პორტალ Fut Sheriff-ზე გავრცელდა. აქედან გამომდინარე გარდა იმისა, რომ მიქაუტაძე თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ჩაიბარებს, ცნობილ საფეხბურთო სიმულატორ EA FC 26-ში, კერძოდ კი Ultimate Team-ში გიორგი მიქაუტაძის სპეციალური, POTM ქარდიც გამოვა. The post გიორგი მიქაუტაძე თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.