სიახლე

ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებოთ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს. “დაკავებულთაგან ოთხი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან […] The post ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებოთ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს.

“დაკავებულთაგან ოთხი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 177-ე  და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი