შსს: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 25 Feb 2026, 11:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების დროს ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ, რის შედეგადაც ოფიციალურ აქტში...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების დროს ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ, რის შედეგადაც ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ დაფიქსირდა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დარღვევას წარმოადგენდა.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რელევანტური