სიახლე

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

MegaTV

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები სტაბილურად მაღალია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 465 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 72.66 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.49%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში? რაც შეეხება […]

პირველწყარო →

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები სტაბილურად მაღალია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 465 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 72.66 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.49%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 396 ლარი ღირს, 750 სინჯის – 297 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 232 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.30 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.51 ლარი ღირს.


მსგავსი