რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე — Cnoba

GuriaNews სიახლე 25 Feb 2026, 11:40

გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს. ინფორმაციისთვის, აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ. ის ბრალს არ აღიარებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელშვილმა ის უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. […] The post რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე appeared first on გურია ნიუსი.

გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს.

ინფორმაციისთვის,  აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ. ის ბრალს არ აღიარებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელშვილმა ის უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

The post რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური