დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, სახელწოდებით „დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგო სექტორის მსოფლიო ტენდენციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება“. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, ჰესების მშენებლობის საჭიროებაზე, სემეკის როლსა და რეგულაციებზე განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო პოლიტიკა ენერგოდამოუკიდებლობასთან მიმართებაში, საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული მექანიზმები. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პანელურ… The post დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რე…
პირველწყარო →